თბილისს 1 ჰექტარ ფართობზე გაშენებული კიდევ ერთი სკვერი შეემატება

თბილისს 1 ჰექტარ ფართობზე გაშენებული კიდევ ერთი სკვერი შეემატება

327
გაზიარება

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ახალი სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო სარწყავი სისტემა, გაკეთდა ბორდიურები. ამ დროისთვის ქვაფენილის დაგება მიმდინარეობს. პარალელურად გამწვანების სამუშაოებიც ხორციელდება, ირგვება ხეები და ბუჩქები, –  კვიპაროსი, მტირალა თუთა, ცაცხვი, ნეკერჩხალი, ტუია, ფოტინია და ოლეანდრა.
​როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში განუცხადეს, სკვერში საბავშვო გასართობი და სპორტული მოედნები მოეწყობა, 120 დეკორატიული სანათი, ხის პერგოლა დაიდგმება და დეკორატიული ღობე გაკეთდება.
​მათივე ინფორმაციით, დედაქალაქში ახალი, კეთილმოწყობილი სკვერის მშენებლობა დეკემბრის პირველ ნახევარში დასრულდება.
სამუშაოებს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ზედამხედველობით კონტრაქტორი შპს “არბა” აწარმოებს.

კომენტარი