თბილისურ ეზოში 70 წლის წინ აშენებულ სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

თბილისურ ეზოში 70 წლის წინ აშენებულ სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

1127
გაზიარება

თბილისის ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთ თბილისურ ეზოში, 70 წლის წინათ აშენებული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა. მახალდიანის ქუჩის N28-ში მდებარე შენობა, რომელშიც 8 ოჯახი ცხოვრობს, ავარიულ მდგომარეობაში იყო. სამუშაოების ფარგლებში ​გამაგრდა სახლის საძირკველი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის ფასადს.
შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.
​მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი და სარემონტო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 57825 ლარი გამოიყო.
“რაიონში მწვავედ დგას ავარიული შენობების პრობლემა და ჩვენთვის პრიორიტეტულია მსგავსი პროექტების განხორციელება. აღნიშნული სახლი დაახლოებით 70 წლისაა და წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო”, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
გამგებელი ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ მათი აზრი მოისმინა.

კომენტარი