ძველად თბილისში 8 მეჩეთი ფუნქციონირებდა 

ძველად თბილისში 8 მეჩეთი ფუნქციონირებდა 

116
გაზიარება

1522 წელს, თბილისში, მტკვრის პირას, შიიტური მეჩეთი აშენდა. მეჩეთის გუმბათი ცისფერი შორენკეცებით (ფერადი აგური) იყო მოპირკეთებული. ამის გამო, მას, ხშირად „ცისფერ მეჩეთსაც“ უწოდებდნენ.
საბჭოთა რეჟიმის პირობებში, 1950-იან წლებში, “ცისფერი მეჩეთი” დაანგრიეს მეტეხის ძველ ხიდთან ერთად. მათ ადგილზე, ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობდა.
დღესდღეობით, ისტორიული შენობიდან მხოლოდ ცისფერი შორენკეცებია შემორჩენილი, რომლებიც ხელოვნების მუზეუმშია დაცული.
საბჭოთა ოკუპაციამდე, შიიტურ მეჩეთთან ერთად, თბილისში შვიდი მეჩეთი ფუნქციონირებდა. დღეს, მათგან მხოლოდ სუნიტური, “ჯუმა მეჩეთია” დარჩენილი (ბოტანიკური ქ.). მასში სუნიტი და შიიტი მუსლიმები ერთად ლოცულობენ.
22291190_1454158977995735_3668177807326503056_o​წყარო: ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

კომენტარი