თბილისის “დინამოს” ბაზასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიხეილ ბერძენიშვილის სახელი მიენიჭება ​ ​

თბილისის “დინამოს” ბაზასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიხეილ ბერძენიშვილის სახელი მიენიჭება ​ ​

204
გაზიარება

​თბილისის დიდუბის რაიონში, საფეხბურთო კლუბ “დინამოს” ბაზასთან მდებარე უსახელო ქუჩას, ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, 1936-1946 წლებში თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველისა და თავდამსხმელის, მიხეილ ბერძენიშვილის სახელი მიენიჭება. ​
ახალი სახელწოდებები მიენიჭება თბილისსა და მასთან შემოერთებულ რამდენიმე უსახელო ქუჩასაც, მათ შორის დიდუბის, სამგორის, მთაწმინდის, ვაკის, გლდდინამოს ბაზაანის და საბურთალოს მიდამოებში არსებულ ჩიხებსა და გასასვლელებს. დავით აღმაშენებლის სახელი მიენიჭება სამგორის რაიონში, პატარა ლილოში, მისივე  სახელწოდების ქუჩასთან არსებულ ექვს უსახელო გასასვლელს. ​
თბილისსა და მასთან შემოერთებულ ტერიტორიებზე მდებარე რამდენიმე უსახელო ქუჩისთვის ახალი სახელწოდებების მინიჭების საკითხზე, დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატებმა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი უძღვებოდა.
​როგორც “სითი კვირას” თინათინ ნიბლოშვილმა განუცხადა, უსახელო ქუჩებისთვის სახელწოდებების მინიჭების საკითხი საჯარო განხილვისთვის საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.  განხილვის შედეგად მიღებულ წინადადებებზე კი კომისიის წევრები უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.
“ქუჩების სახელდება მოსახლეობის განცხადებების საფუძველზე ხდება. უსახელო ქუჩების გამო, ადგილობრივ მცხოვრებლებს სხვადასხვა პრობლემები ექმნებათ. მათ შორის, ვერ ღებულობენ სასიცოცხლო მნივშნელობის სერვისებს, მისამართს ვერ აგნებს სასწრაფო, სახანძრო და სხვადასხვა სამაშველო სამსახურები. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ძირითადი ქუჩა და შესაძლებელია უსახელო ქუჩა დასახელდეს ძირითადით,  ძირითადი ქუჩის სახელს ვაგრძელებთ, სხვა შემთხვევაში კი ტოპონიმურ სახელებს ვიყენებთ”, – განაცხადა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილმა. ​
მისივე ინფორმაციით, ისნის რაიონში, ცნობილი ქართველი მოგზაურის, ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ქუჩასთან არსებულ უსახელო გასასვლელს შესაძლოა ჯუმბერ ლეჟავას I გასასვლელი ეწოდოს. სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, ცნობილი ქართველი მსახიობის, თენგიზ ჩანტლაძის სახელობის ქუჩის გაგრძელებას და მასთან არსებულ უსახელო ჩიხებს კი თენგიზ ჩანტლაძის II და III ჩიხი ეწოდოს. მთაწმინდის რაიონში, სოფელ ტაბახმელაში, იუნკერთა ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას ტაბახმელას ველის სახელი მიენიჭება.  საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, მარკო პოლოს ქუჩასთან არსებულ უსახელო გასასვლელის კი მარკო პოლოს I გასასვლელი დაერქმევა.
აგრეთვე, გლდანის რაიონში, ომარ ხიზანიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, რომ შესაძლოა ქეთევანის (ხოჭის) ტბის სახელი მიენიჭოს; ვაკის რაიონში, უჩა ჯაფარიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებული ჩიხს თევდორე მხატვრის სახელი და სამგორის რაიონში, გარდაბნის გზატკეცილის მონაკვეთს და მასთან არსებულ სამი შესახვევს მხატვარ – მონუმენტალისტის, ემირ ბურჯანაძის სახელები მიენიჭოთ.
დედაქალაქის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე, დეპუტატებმა რამდენიმე ქუჩის გაგრძელებასაც დაუჭირეს მხარი. კერძოდ, სამგორის რაიონში, სოფელ ნასაგურში ტბის ქუჩის გაგრძელება იგეგმება; გლდანის რაიონში, კულა გლდანელის ქუჩის გაგრძელება; სამგორის რაიონში, დიდ ლილოში კი  რაჭის ქუჩის გაგრძელება.
საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები საკრებულოს სხდომაზე მიიღებენ.

კომენტარი