გლდანის რაიონში ელექტროპანდუსი დამონტაჟდა

გლდანის რაიონში ელექტროპანდუსი დამონტაჟდა

700
გაზიარება

თბილისში, გლდანის მე-2 მიკრორაიონის N45 საცხოვრებელი კორპუსის II სადარბაზოს ადაპტირება განხორციელდა. აღნიშნულ მისამართზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ელექტროპანდუსი მოეწყო.
როგორც “სითი კვირას” გლდანის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სამუშაოები  თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 26 600 ლარი გამოიყო.
მათივე განმარტებით, მოწყობილობა სამი პულტით იმართება. ერთი ადგილზე არის მიმაგრებული, ხოლო ორი კორპუსში მცხოვრებ შშმ პირებს გადაეცა. ადგილზე არსებული პულტით სარგებლობა ყველას შეუძლია მათ შორის მშობლებსაც, რომლებსაც ჩვილი საბავშვო ეტლით გადაჰყავთ.
ელექტროპანდუსის მოწყობის დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გულია გოცირიძესთან და თბილისის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელ მდივან გიგა სოფრომაძესთან ერთად გაეცნო.
24879332_1967997383225395_1598424487_o

კომენტარი