ვაშლიჯვარში საბავშვო ატრაქციონები დააზიანეს​

ვაშლიჯვარში საბავშვო ატრაქციონები დააზიანეს​

76
გაზიარება

თბილისში, ვაშლიჯვარში თოფურიძის მე-2 შესახვევში N5-ში მდებარე სკვერში, საბავშვო ატრაქციონები დაზიანებულია. მოსახლეობის ინფორმაციით, მისი გამოყენება ბავშვებისთვის უკვე საფრთხეს წარმოადგენს.
ადგილობრივები დედაქალაქის მთავრობას მიმართავენ თხოვნით ატრაქციონები გაარემონტონ, მანამდე კი უსაფრთხოების ნორმები უზრუნველყონ.
​როგორც “სითი კვირას” საბურთალოს რაიონის გამგეობაში განუცხადეს, აღნიშნულ სკვერში ამ ეტაპზე დაზიანებული საქანელები მოიხსნება, სკვერის კეთილმოწყობა კი გათვალისწინებული იქნება 2018 წლის ბიუჯეტით.

 

კომენტარი