თბილისის “კეთილშობილთა სასწავლებელი”, სადაც ობოლ ბავშვებზე განსაკუთრებულად ზრუნავდნენ 

თბილისის “კეთილშობილთა სასწავლებელი”, სადაც ობოლ ბავშვებზე განსაკუთრებულად ზრუნავდნენ 

119
გაზიარება

თბილისის კლასიკური გიმნაზია, უწინ თბილისის პირველი გიმნაზია და პირველი საჯარო სკოლა ყოფილა. 1802 წელს, ვაჟთა ორკლასიანი სასწავლებელი გახსნილა, სადაც სწავლა მხოლოდ რუსულად ენაზე მიმდინარეობდა, მასწავლებლად კი კანცელარიის რუსი მოხელეები იყვნენ მოწვეულნი. რუსულენოვანი სასწავლებელი მიუღებელი აღმოჩნდა ქართული საზოგადოებისთვის, რის გამოც სკოლას მალევე შეუწყვეტია არსებობა.
ამის შემდეგ, 1804 წელს, პავლე ციციანოვის ინიციატივით სკოლა აღუდგენიათ, რომელსაც „კეთილშობილთა სასწავლებელი“ უწოდეს. 26 წლის განმავლობაში, „კეთილშობილთა სასწავლებელი“, საქართველოში ერთადერთი საერო სკოლა ყოფილა. თავდაპირველად საგნებს ჯერ ქართულ ენაზე ასწავლიდნენ ბავშვებს, ხოლო შემდგომ კი იმავე საკითხზე რუსულად უტარებდნენ გაკვეთილებს. ქართული ენის ცოდნა სავალდებულო ყოფილა, როგორც რუსი მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვისაც.
1823 წლიდან, სასწავლებელი 6 კლასიანი გამხდარა. მოსწავლეებს კი მისაღები გამოცდებით იღებდნენ. 1830 წელს თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი გიმნაზიად გადაუკეთებიათ. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ გიმნაზიას თავისი ორკესტრიც ჰყავდა. გარდა ამისა, სასწავლებლის დირექცია თურმე დიდ ყურადღებას აქცევდა და ზრუნავდა სკოლის ობოლ მოსწავლეებზე. ასევე, 1830 წელს გიმნაზიის ხელმოკლე ოჯახის მოსწავლეებისთვის პანსიონი გახსნილა, სადაც ცხოვრობდა და საუკეთესო პანსიონერთა რიცხვში ირიცხებოდა გიმნაზიის მოსწავლე – ნიკოლოზ ბარათაშვილი, რომელსაც თავის მეგობრებთან ერთად, 1835 წელს ხელნაწერი ჟურნალის – „თბილისის გიმნაზიის უწყებანის“ გამოშვება დაუწყია.
ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ თბილისის გიმნაზიაში საქართველოში პირველი მეტეოროლოგიური ობსერვატორია ფუნქციონირებდა.
XX საუკუნის 90-იან წლებში, საქართველოში დაწყებული სამოქალაქო ომი, პირველი სკოლისთვის მძიმე  იყო. დაიწვა სასწავლებლის ისტორიული შენობა, განადგურდა ბევრი უნიკალური ნივთი და ძეგლი, რითაც ასე გამოირჩეოდა სკოლა, როგორც განსაკუთრებული ქართული სასწავლებელი. 1994 წლიდან თბილისის კლასიკური გიმნაზია, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში, იუნესკოს ასოცირებული წევრი გახდა. 1995 წლის პირველ სექტემბერს, აღდგენილი შენობა საზეიმოდ გაიხსნა.
2011 წელს, სკოლას ისტორიული სახელი „თბილისის კლასიკური გიმნაზია“ დაუბრუნდა. თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, სხვადასხვა დროს, მრავალი გამოჩენილი მოღვაწე სწავლობდა, მათ შორის, გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, დავით მაჩაბელი, ილია ჭავჭავაძე, ივანე ჯავახიშვილი და სხვა.
წყარო: მთაწმინდის რაიონის გამგეობა
24273313_1957293670962433_1825712249_n 24252170_1957293674295766_1493537064_n24209827_1957293680962432_1407092332_o24252019_1957293677629099_771929479_n 24271087_1957293687629098_199826468_o

კომენტარი