თბილისში, ავტობუსების გაჩერებებზე ტაბლოები დილიდან არ მუშაობს

თბილისში, ავტობუსების გაჩერებებზე ტაბლოები დილიდან არ მუშაობს

47
გაზიარება

თბილისში, მუნიციპალური ავტობუსების გაჩერებებზე ტაბლოები დილიდან არ მუშაობს. ტაბლოზე მითითებულია რომ შეფერხებაა. მათ შორის არ მუშაობს მეტროსადგურ “ავლაბართან” და შარტავას ქუჩაზე. მგზავრებისთვის მიუწვდომელია ტაბლოს ინფორმაცია, ავტობუსის მოძრაობის განრიგი.
​როგორც “სითი კვირას” ერთ-ერთმა მოქალაქემ განუცხადა, პირველი შემთხვევა არ არის როცა ტაბლოები არ მუშაობს, ასეთი შემთხვევები ხშირია განსაკუთრებით უამინდობის დროს და საღამოს საათებშიც.
“სითი კვირა” საკითხის გასარკვევად თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა, კომპანია შეფერხების მიზეზის გარკვევის შემდეგ გააკეთებს განმარტებას, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარი