შენობის გარე ფასადის პროექტის გარეშე თბილისში სამშენებლო ნებართვები აღარ გაიცემა  

შენობის გარე ფასადის პროექტის გარეშე თბილისში სამშენებლო ნებართვები აღარ გაიცემა  

506
გაზიარება

თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში მხოლოდ იმ შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე გაიცემა ნებართვა, რომელთა პროექტშიც ასახული იქნება გარე ფასადის მოპირკეთება.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ამ მიმართულებით კონტროლი გამკაცრდება.
თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა სამშენებლო ნორმების უსაფრთხოებასა და გარე ფასადების ერთიან სტანდარტში მოქცევის აუცილებლობაზე. მან  არქიტექტურის საქალაქო სამსახურს ასევე დაავალა, მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებთან პროექტის შესაბამისობა მკაცრად გაკონტროლდეს.
„ყურადღება უნდა მიექცეს პროექტის ფასადის ნაწილს, როგორიცაა გარე კედლებისა და გადახურვის ერთიან სტანდარტში მოქცევა. არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ უნდა გაიცეს, სადაც არ იქნება წარმოდგენილი კონკრეტული პროექტი, თუ როგორი იქნება გარე ფასადი. მოპირკეთების გარეშე, მსგავსი მშენებლობები ექსპლუატაციაში არ უნდა მივიღოთ. ამიტომ, ამ მიმართულებით სერიოზული კონტროლია საჭირო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარი