თბილისის საახალწლო განათება მსოფლიოს ქალაქებს შორის ყველაზე ლამაზი უნდა იყოს – კახა კალაძე

თბილისის საახალწლო განათება მსოფლიოს ქალაქებს შორის ყველაზე ლამაზი უნდა იყოს – კახა კალაძე

6674
გაზიარება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საახალწლო განათებების შესყიდვასთან დაკავშირებით, იტალიურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას სწორ გადაწყვეტილებად აფასებს და აცხადებს, რომ სურს თბილისი, მსოფლიო ქალაქებს შორის, საახალწლოდ ყველაზე ლამაზად განათებული ქალაქი იყოს.
როგორც თბილისის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დედაქალაქის მთავრობის მიზანია, თბილისი ყოველთვის მოიაზრებოდეს მსოფლიოს საუკეთესო დედაქალაქებს შორის და უფრო მეტი გაკეთდეს იმისთვის, რომ ქალაქი გაცილებით ლამაზად განათდეს.
„არავის არაფრით ჩამოვუვარდებით – საახალწლო განათებებსაც გავაკეთებთ, ისე, როგორც ეს ჩვენს დედაქალაქს სჭირდება, ეკოლოგიასაც მივხედავთ, ტრანსპორტსაც განვაახლებთ, მოვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას, რეაბილიტაციას ჩავუტარებთ ძველ თბილისს და ამაში ვერავინ შეგვეწინააღმდეგება. მაქვს ამბიცია, რომ ჩემი დედაქალაქი ყველაზე ლამაზი და განათებული იყოს ევროპულ და ზოგადად, მსოფლიო ქალაქებს შორის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, იტალიური კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამ კომპანიას ანდო ლონდონის მთავრობამ, 2017 წლის საახალწლო მორთულობაც.

კომენტარი