თბილისის ქუჩებში ტროტუარებზე პარკირების 225 ადგილი გაუქმდა 

თბილისის ქუჩებში ტროტუარებზე პარკირების 225 ადგილი გაუქმდა 

189
გაზიარება

ქვეითების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად თბილისის მთავრობამ ტროტუარებზე ავტომობილების პარკირების კიდევ 101 ადგილის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ტროტუარებზე პარკირების ყველაზე მეტი ადგილი შემცირდა: გრიგოლ რობაქიძის გამზირის II – ა და II -ბ კორპუსებთან – 21 ერთეული და ვაჟა-ფშაველას გამზირის N30-ის მიმდებარედ – 23. სულ ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებულ ტროტუარებზე ავტომობილების დგომის 65 ადგილი შეიზღუდა. ასევე, ჭავჭავაძის N37-თან ტროტუარებზე პარკირების 12 ადგილი გაუქმდა. ანალოგიური ცვლილებები შეეხო ყაზბეგის გამზირის N9 -ა-ში არსებულ პარკირების სამ ადგილსაც.
​როგორც “სითი კვირას” მერიაში განუცხადეს, თბილისის მერია ქვეითთა უსაფრთხოების სტანდარტების ასამაღლებლად, ტროტუარებზე პარკირებას ეტაპობრივად აუქმებს. 2014 წელს ქვეითთა სავალ ზოლზე არსებული 2 200 ადგილიდან დღეისთვის, სულ 924-ია დარჩენილი.
“პარალელურად, დედაქალაქის საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა უბანში, ავტომობილების 186 სადგომი ადგილი დაემატა, მათ შორის, რიყის ტერიტორიაზე – 105, წინანდლის ქუჩაზე – 30, ხოლო ვირსალაძისა და ხიდის ქუჩებზე, სადაც ამჟამად, მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, ჯამში 40 ადგილი”,- აცხადებენ მერიაში.
მათივე ინფორმაციით, მითითებულ მისამართებზე პარკირების ადგილები შშმ პირთათვისაც გამოიყოფა.

კომენტარი