კოჯორში, კიკეთსა და ბეთანიაში გზები თოვლისგან გაიწმინდა

კოჯორში, კიკეთსა და ბეთანიაში გზები თოვლისგან გაიწმინდა

167
გაზიარება

თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე კოჯორში, კიკეთსა და ბეთანიაში, ცენტრალური და შიდა გზები თოვლისგან გაიწმინდა და ტექნიკური მარილი დაიყარა. სამუშაოები შპს “თბილერვის ჯგუფმა” გუშინ ღამით განახორციელა. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სპეც ტექნიკა და საჭიროების შემთხვევაში იყრებოდა ტექნიკური მარილი.
​როგორც “სითი კვირას” “თბილსერვისში” განუცხადეს, საჭიროების შემთხვევაში განახლდება გაწმენდითი სამუშაოები.
“თბილსერვისი” მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და აღნიშნულ ტერიტორიაზე ზაფხულის საბურავებიანი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
პრობლემის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე: 2619050 ან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე: 2722222.

კომენტარი