პეტრიწის ქუჩაზე სკვერი მოეწყო

პეტრიწის ქუჩაზე სკვერი მოეწყო

153
გაზიარება

თბილისში, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე №186-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერი მოეწყო.
​როგორც „სითი კვირას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, სკვერში პროექტის ფარგლებში, ბავშვებისათვის საქანელა, სასრიალო და აიწონა-დაიწონა დამონტაჟდა. გაკეთდა საჩრდილობელი, ძველი სკამები და სანაგვე ურნები კი ახლით შეიცვალა.
სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს „ჯეო პარკმა“ განახორციელა. დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საბურთალოს მე-4 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.
საბურთალოს რაიონის გამგებელი დიდი დიღმის მოსახლეობასაც შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა. გამგებელმა რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესახებ ისაუბრა და მოსახლეობასთან ერთად რამდენიმე პროექტი, მათ შორის, გზის რეაბილიტაცია, სკვერების და სპორტული მოედნების მოწყობა დაგეგმა.

კომენტარი