ხევისუბნის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ხევისუბნის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

54
გაზიარება

​თბილისის ნაძალადევის რაიონში, ხევისუბნის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე სისტემა, დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა და გზას რეაბილიტაცია უტარდება.
როგორც “სითი კვირას” ნაძალადევის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ამ ეტაპზე ქუჩაზე ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. გზის სავალ ნაწილზე დაგებულია პირველი ფენა ასფალტის საფარი, რამდენიმე დღეში დაიწყება მეორე ფენის დაგება.
​ხევისუბნის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო.

კომენტარი