მეუნარგიას ქუჩაზე ახალი სკვერი მოეწყო

მეუნარგიას ქუჩაზე ახალი სკვერი მოეწყო

380
გაზიარება

თბილისის ჩუღურეთის რაიონში, მეუნარგიას ქუჩის N58-ში ახალი სკვერი გაიხსნა. როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიაში განუცხადეს, სკვერი იმ ტერიტორიაზე მოეწყო, სადაც წლების განმავლობაში ნაგავი უნებართვოდ იყრებოდა. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, სკვერის ტერიტორიაზე ბალახის საფარი დაიგო, საბავშვო გასართობი მოედანი დამონტაჟდა, სკამები, სანაგვე ურნები განთავსდა და განათება დამონტაჟდა. გარდა ამისა, დეკორატიული ფილებით მოეწყო საფეხმავლო ბილიკები.

კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა და თბილისის საკრებულოს წევრმა ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარული ოლქიდან რიმა ბერაძემ დაათვალიერეს.
დღესვე, ახლადგახსნილ სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა, სადაც ხე-მცენარეები და დეკორატიული ბუჩქები დაირგო.
მერიის ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონს მიმდინარე წელს, ექვსი ახალი სკვერი შეემატა, არსებულ 33 სკვერს კი, აღდგენა-რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

კომენტარი