თბილისს კიდევ ერთი ახალი სკვერი შეემატება

თბილისს კიდევ ერთი ახალი სკვერი შეემატება

195
გაზიარება

თბილისის გლდანის რაიონში, ზაჰესში, აფხაიძის ქუჩა N3-ა – N4-ა საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ არსებულ, 450 კვადრატული მეტრის ფართზე, სკვერი მოეწყობა.
სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით უკვე ხორციელდება.
როგორც “სითი კვირას” გლდანის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სარეკრეაციო სივრცეში მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, დაიდგმება სკამები და ნაგვის ურნები.
25319651_1976260825732384_336279622_o

კომენტარი