თბილისის ათივე რაიონში მულტიფუნქციური კომპლექსი გაიხსნება

თბილისის ათივე რაიონში მულტიფუნქციური კომპლექსი გაიხსნება

379
გაზიარება

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, დედაქალაქის ათივე რაიონში მულტიფუნქციური კომპლექსები გაიხსნება, სადაც განთავსდება ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, რათა ამ მიმართულებით ახალგაზრდები წაახალისონ.
ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე თბილისის მერმა, გუშინ, საკრებულოში გამართული პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას ისაუბრა.
„ყველას უნდა ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორად ცხოვრება. მერიას მომდევნო წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი აქვს დაგეგმილი. გვინდა, ქალაქის ათივე რაიონში მულტიფუნქციური კომპლექსები გავხსნათ, სადაც საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნები იქნება. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ახალგაზრდული ცენტრების მშენებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრას თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ესწრებოდნენ.

კომენტარი