“შენი იდეა ქალაქის მერს” – კახა კალაძე თბილისელებს ახალ სერვისს უმზადებს

“შენი იდეა ქალაქის მერს” – კახა კალაძე თბილისელებს ახალ სერვისს უმზადებს

6367
გაზიარება

თბილისის მერი მოქალაქეებს უახლოეს პერიოდში ახალ სერვისს – „შენი იდეა ქალაქის მერს“ შესთავაზებს, რომლის საშუალებითაც ინტერნეტმომხმარებლები შეძლებენ საკუთარი იდეები დედაქალაქის მერს გაუზიარონ და ამ ფორმით მონაწილეობა მიიღონ თბილისი განვითარებაში.
​კახა კალაძის ინფორმაციით, პროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და მისი მიზანია, ქალაქის განვითარების პროცესში, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ჩაერთოს.
“ბევრ ადამიანს სურს, მონაწილეობა მიიღოს ქალაქის განვითარებაში. უამრავი ხედვა და პროექტი არსებობს და თითოეულ თქვენგანს ექნება შესაძლებლობა, დარეგისტრირდეთ ამ კონკრეტულ პლატფორმაზე, მოგვაწოდოთ თქვენი იდეა და შესაბამისად, ამ პროექტების განხორციელებაში დაგეხმარებით“, – განაცხადა კალაძემ გუშინ, საკრებულოში გამართული პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

კომენტარი