ღამის განათება ქალაქის ისტორიულ დეტალებს უნდა აძლიერებდეს – არქიტექტორის მოსაზრება (ფოტო) 

ღამის განათება ქალაქის ისტორიულ დეტალებს უნდა აძლიერებდეს – არქიტექტორის მოსაზრება (ფოტო) 

2387
გაზიარება

ახალგაზრდა არქიტექტორი და დიზაინერი ლელი შევჩენკო მიიჩნევს, რომ თბილისის ისტორიული უბნებისა და შენობების განათებას პროფესიული მიდგომა და განსაკუთრებული სიფაქიზე სჭირდება. ღამის განათება ისე უნდა განაწილდეს, რომ მან შენობებს დამატებითი განზომილება მიანიჭოს, გააძლიეროს მათი არქიტექტურული ელემენტები და ისტორიული მნიშვნელობა, მაგრამ, იმავდროულად მკვეთრად არ ჩანდეს განათების წყარო.
როგორც “სითი კვირას” ლელი შევჩენკომ განუცხადა, მსოფლიოს იმ ქვეყანებში, სადაც კულტურასა და ხელოვნებას, არქიტექტურას, ტურიზმის განვითარებას ყურადღება ექცევა და ისინი, ქვეყნის განვითარებისთვის პრიორიტეტულ საკითხებად არის მიჩნეული, დიდი ყურადღება ექცევა ქალაქების სწორად განათებასაც. ამისთვის იქმნება პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული კომისიები, არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის ცხადდება საჯარო კონკურსები, სადაც განიხილება საკონკურსო ნამუშევრები და გამარჯვებული პროექტების მიხედვით მიმდინარეობს დაგეგმარება.
მისივე თქმით, მსოფლიოს სხვა ქალაქებთან პარალელს თუ გავავლებთ, დავინახავთ, რომ თბილისში სტიქიურად მიმდინარეობს ქალაქგეგმარების განვითარება, რაც იწვევს ქალაქის დამახინჯებას.
ქალაქგეგმარებისას არის რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი – ქუჩების დაგეგმარება, უბნის განვითარება, სტილის დაცვა, ისტორიული შენობების ავთენტურობის შენარჩუნება და ღამის განათების სწორი გადანაწილება. ისტორიულ უბნებსა და არქიტექტურასთან განსაკუთრებული სიფაქიზით მუშაობაა საჭირო.  განათებამ შენობას დამატებითი განზომილება უნდა მიანიჭოს, გააძლიეროს მისი ძირითადი არქიტექტურული ელემენტები, ისევე, როგორც მისი სოციალური და ისტორიული მნიშვნელობა და ეს ყველაფერი მოხერხდეს ისე, რომ განათების წყარო მკვეთრად არ ჩანდეს”, – აცხადებს არქიტექტორი.
მეტი თვალსაჩინოებისთვის ლელი შევჩენკოს რამდენიმე მაგალითი მოჰყავს: ” წარმოიდგინეთ კოლიზეუმი – გიგანტური ამფითეატრი, ძველი რომის არქიტექტურული ძეგლი და იტალიელების სიამაყე, ღამე ისე იყოს განათებული, რომ არ აღიქმებოდეს მისი არქიტექტურული სილუეტი, ელიფსური ფორმა, ასევე, არენის ირგვლივ 4 იარუსად მოთავსებული თაღების მწკრივი და აქცენტი გადატანილი იყოს ძალიან მკვეთრი ფერის განათებაზე, რომელიც უგულებელყოფს ამ უნიკალური შენობის სილამაზეს… ამის წარმოდგენა რთულია, რადგან იტალიელებს ძალიან უყვართ თავიანთი ქალაქი და არქიტექტურა, ბევრს ფიქრობენ და სწავლობენ, თუ როგორ გაალამაზონ და გაუფრთხილდნენ კულტურის ძეგლებს, შექმნილი აქვთ სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისიები, რომელიც ძველ რომში ყოველ სამშენებლო თუ სარესტავრაციო, საინჟინრო სამუშაოებს აკონტროლებს…”.
25440979_1754084204611251_1473952867_oროგორც ლელი შევჩენკო აცხადებს, საბერძნეთში, განსაკუთრებით კი, მის ისტორიულ ნაწილში მკაცრად კონტროლდება სამშენებლო და არქიტექტურული ნორმების დაცვა. ამდენად ძნელად შეხდებით ამ ქვეყნის ისტორიულ ქალაქებში, ჩაბნებეულ საცხოვრებელ უბნებსა და ზედმეტად განათებულ კომერციულ ობიექტებს.
25440804_1754084271277911_164776183_o

​”ეცადეთ და წარმოიდგინეთ საბერძნეთის კულტურის მშვენება – აკროპოლისი ფრაგმენტულად განათებული, რის წყალობითაც შენობის მთელი ხიბლი დაიკარგოს ღამით და ჩათვალოთ, რომ ეს შენობა სულაც არ არის მნიშვნელოვანი და ლამაზი… ან სანტორინის ზღვისპირა ქალაქის კოხტა, ლამაზი საცხოვრებელი უბნები ჩაბნელებული, ხოლო კომერციული მონაკვეთები გადანათებული და აზრიალებული ხმაურით… არც ამის წარმოდგენაა მარტივი, რადგან საბერძნეთში მკაცრი სამშენებლო და არქიტექტურული რეგულაციებია – განსაკუთრებით ძველ, ისტორიულ უბნებში”, – აცხადებს ახალგაზრდა არქიტექტორი და დასძენს, რომ იმავეს თქმა შეიძლება საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და სხვა ქვეყნების ქალაქებზე, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.

25465876_1754084281277910_209237383_n 25488821_1754084117944593_1022770843_n 25488905_1754084141277924_904925347_n 25497171_1754084104611261_1681903118_n

019-changed-2თბილისი
558_12799083_584707901676961_9121651204633245331_n 800px-Streets_of_Tbilisi_@_night_-1 img_2205_b4 img_2245_b4 img_2503_b3 Old_Tbilisi_at_Night

კომენტარი