თბილისის შემოგარენში 8 000 კვ.მ -ის ფართობის პარკი შენდება

თბილისის შემოგარენში 8 000 კვ.მ -ის ფართობის პარკი შენდება

676
გაზიარება

​თბილისის შემოგარენში, კერძოდ, ზემო ფონიჭალაში, კრწანისის გამგეობის დაფინანსებით ცენტრალური პარკის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი რეკრეაციული სივრცე 8 000 კვ.მ-ს მოიცავს. ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაირგო 15 სახეობის მცენარე, მათ შორის, ბუჩქოვანი და 4-მეტრის სიმაღლის ხეების ნერგები. ​
​როგორც “სითი კვირას” კრწანისის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, აღნიშნული ტერიტორიის თითქმის სრული ნაწილი ამ დრომდე აუთვისებელი იყო. პარკში უკვე დასრულებულია განათების ქსელისა და სარწყავი სისტემის მონტაჟი, ასევე, დენდროლოგიური სამუშაოები. ამ ეტაპზე ფონიჭალის ცენტრალურ პარკში ბილიკებისა და შადრევნის მშენებლობა მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ დასასვენებელი სივრცე სრულად აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
​ახალი პარკით მოსახლეობა მომავალი წლიდან ისარგებლებს.

კომენტარი