თქმულებები ქოროღლის ციხესიმაგრეზე

თქმულებები ქოროღლის ციხესიმაგრეზე

615
გაზიარება

ქოროღლის ციხესიმაგრე, კოჯორში, ზღვის დონიდან 1 250 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

ციხეს უწინ თურმე „აგარათა ციხეს“ უწოდებდნენ, ხოლო შუასაუკუნეებისთვის კი – „აზეულას.“

ციხის საბოლოო სახელი ქოროღლი, მეთვრამეტე საუკუნეში გაჩნდა. თქმულების თანახმად, თურმე ქოროღლი ერთ კაცს ერქვა, რომელიც წარმოშობით აზერბაიჯანელი ყოფილა. მამა ბრმა ჰყოლია და ამიტომ ქოროღლის, ანუ ბრმის შვილს ეძახდნენ. (აზერბაიჯანულად ქორ -ბრმას ნიშნავს) ამ კაცს თავის ქვეყანაში რაღაც დაუშავებია, გამოქცეულა და თავი „აზეულას“ ტყისთვის შეუფარებია. ამბობენ განდეგილად ცხოვრობდაო და არავის იკარებდაო. ბოლოს ეს ამაყი და უკარება ადამიანი, მიუვალი ციხის ქარაფიდან გადაეშვაო.

არსებობს კიდევ ერთი თქმულება. თურმე თამარ მეფე, დიდებულთა თანხლებით ნაჭარმაგევსა მდგარა. მძიმე ავადმყოფობა შეჰყრია, რომელიც ვერაფრით შეუმსუბუქებიათ. დასნეულებული მეფე აგარათა ციხეს წაუყვანიათ. გადმოცემის მიხედვით, აქ გარდაცვლილა თამარ მეფე.

გადმოცემის თანახმად, ქოროღლის ციხეს თავს აფარებდა თურმე გმირი ქალი, თინა წავკისელი.

ქოროღლის ციხეს არაერთი ბრძოლა უნახავს და არაერთი დარბევის „მომსწრე“ გამხდარა. საქართველოს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ფაქტიც, სწორედ ქოროღლის ციხის მიდამოებში მოხდა, რომელიც 1921 წელს, რუსეთის არმიასა და ქართველ იუნკერებს შორის ბრძოლას უკავშირდება.

თუ ერთხელ მაინც გინახავთ სილამაზე, რომელიც ქოროღლის ციხიდან იშლება, თუ ერთხელ მაინც თვალი შეგივლიათ მის მიდამოებს, აუცილებლად შეგიყვარდებოდათ ის. ადგილი, რომელსაც ვასილ ბარნოვი, თავის ერთ-ერთ ისტორიულ რომანში ასე აღწერს: „იშვიათი გადასახედი გომბორის კალთებიდან თრიალეთის მწვერვალებამდინ. არმაზიდან ქვევით-ქვევით, სადამდისაც თვალი სწვდებოდა, ტატნობის ბოლოს ჩაწოლილი ჩალურჯო ზოლი.“

წყარო:მთაწმინდის რაიონის გამგეობა

1 24173867_1553249524755926_4778913497510600339_o 24174513_1553249248089287_2805455669150134555_n 24176882_1553249518089260_2244995106434233050_n 24177105_1553249491422596_4124130222545648692_n 24273570_1553249574755921_1668974660337144391_o 24302374_1553249531422592_6024078531369846036_o

კომენტარი