თბილისის მერმა „ახალ ტფილისში“ გახსნილი საახალწლო ბაზრობა დაათვალიერა

თბილისის მერმა „ახალ ტფილისში“ გახსნილი საახალწლო ბაზრობა დაათვალიერა

1155
გაზიარება

თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად „ახალ ტფილისს“ ესტუმრა. დედაქალაქის მერმა “ახალ ტფილისში” გახსნილი საახალწლო ბაზრობა დაათვალიერა და იქ წარმოდგენილ პროდუქციას გაეცნო.
კახა კალაძემ ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა, მოსახლეობას კი მოუწოდა „ახალ ტფილისს“ და დედაენის ბაღს ესტუმრონ.
“დიდი მადლობა საქართველოს ბანკს, აღმაშენებლის გამზირი მთლიანად საქართველოს ბანკის მიერ არის მორთული. ეს ჯიხურებიც, თავიანთი სტარტაპერები ჰყავთ შემოყვანილი და რაც მთავარია – პროდუქტი, რომელიც იყიდება, საქართველოში იწარმოება, ქართულია და კარგია. ძალიან მიხარია, რომ ბევრი ადამიანი მოვიდა“,- განაცხადა კახა კალაძემ.
„ახალ ტფილისში“  საახალწლო ბაზრობა 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
_I0A0160

კომენტარი