ჩუღურეთის რაიონში ახალი სკვერი გაიხსნა

ჩუღურეთის რაიონში ახალი სკვერი გაიხსნა

213
გაზიარება

​თბილისის ჩუღურეთის რაიონში, ვერჰარნის ქუჩის N7-ში ახალი სკვერი გაიხსნა. კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროს გიგა გიგაშვილთან ერთად დაათვალიერა.
​როგორც “სითი კვირას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში, საბავშვო მოედანი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. ასევე, განათებები, სავარჯიშო ტრენაჟორები დამონტაჟდა, სავალი ბილიკები კი, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. ჩუღურეთის რაიონის გამგებლის განცხადებით, სკვერების რეაბილიტაცია მომავალ წელსაც გაგრძელდება.
„ჩუღურეთის რაიონში გვაქვს ტერიტორიები, სადაც სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, მჭიდრო კომუნიკაციით, ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ, მათ შორის, სპორტული მოედნების, სკვერების რეაბილიტაციასა და სხვას“, – განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა. ჩუღურეთის რაიონში ახალი სკვერის გახსნას თბილისის საკრებულოს დეპუტატი რიმა ბერაძე და პარლამენტის წევრი გიორგი ვოლსკი ესწრებოდნენ.
​მერიის ინფორმაციით, 2017 წელს, ჩუღურეთის რაიონს ექვსი ახალი სკვერი შეემატა, არსებულ 33 სკვერს კი, აღდგენა-რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

კომენტარი