ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსება და მისი ფუნქციები გადაიხედება

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსება და მისი ფუნქციები გადაიხედება

161
გაზიარება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების სისტემის არსებული ფორმისა და მისი ფუნქციების გადახედვა მერის მოადგილე ილია ელოშვილს დაავალა.
როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული მიმართულებით, პრობლემები არსებობს.
„მგონია, რომ აქ ჩვენ პრობლემები გვაქვს. ამ მიმართულებით, დაახლოებით, 28 მილიონი ლარი იხარჯება, რაც მგონია, რომ ეფექტური არ არის. პრობლემები გამჭვირვალობის თვალსაზრისითაც არსებობს. ამიტომ, ბატონ ილია ელოშვილს მინდა დავავალო, რომ მოხდეს ამ ინსტიტუციისა და მისი ფუნქციების ახლებურად გააზრება, რათა განვითარდეს ის, როგორც მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის თანამშრომლობის ინსტიტუტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სისტემის არსებული ფორმის ახლებურად ჩამოყალიბება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.
„რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე. მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით, ძალიან ბევრ სასიკეთო და მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარი