დიღმის მასივში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი ახადა

დიღმის მასივში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი ახადა

209
გაზიარება

თბილისის დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის მესამე კვარტალში მდებარე საცხოვრებელ სახლს ძლიერმა ქარმა წუხელ სახურავი ახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც “სითი კვირას” ამ სახლში მცხოვრებმა ნინო კვაჭანტირაძემ განუცხადა, დიდუბის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებოდნენ და ზარალი აღწერეს.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გამგებლებს სთხოვა, თბილისის სხვადასხვა რაიონში ძლიერი ქარის შედეგად, მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი მაქსიმალურად მოკლე დროში შეისწავლონ. მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამგეობების თანამშრომლებს მოუწოდა, მოსახლეობას გვერდში დაუდგნენ.

26678266_1678497385503962_5939072527337389553_o

კომენტარი