ყვარლის ქუჩაზე მცხოვრებ 24 ოჯახს მიწის ნაკვეთები კანონიერ მფლობელობაში გადაეცემა

ყვარლის ქუჩაზე მცხოვრებ 24 ოჯახს მიწის ნაკვეთები კანონიერ მფლობელობაში გადაეცემა

111
გაზიარება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში, ყვარლის ქუჩაზე მცხოვრებ 24 ოჯახს მიწის ნაკვეთები კანონიერ მფლობელობაში გადაეცემა.
როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ყვარლის ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე კოტეჯებია განლაგებული, სადაც წლების განმავლობაში, „მეტრომშენის“ თანამშრომლები ცხოვრობენ.
„მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა, არსებული მიწის ნაკვეთები დაერეგისტრირებინათ. დღეს კი, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ისინი მიწის ფართების დარეგისტრირებას შეძლებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარი