თბილისის ნაძალადევის რაიონში, გვაზაურის პირველ გასასვლელში ძლიერი ქარის შედეგად, კერძო სახლის კედელი ჩამოინგრა. სახლში მცხოვრები, რევაზიშვილების ოჯახი გამგეობამ სასტუმროში დააბინავა.
როგორც “სითი კვირას” ნაძალადევის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ქარმა ბარაკის ტიპის ფიცრული სახლის კედლის ნაწილი ჩამოანგრია. ხვალ ნაძალადევის რაიონის გამგეობაში ოჯახის წევრებთან შეხვედრა გაიმართება, ამ შეხვედრაზე გადაწყდება სახლის კედლის რეაბილიტაცია ურჩევნიათ თუ ქირით გაყვანა.
“დროებით სასტუმროში იცხოვრებენ ჩვენი ხარჯით, შემდეგ გადაწყდება ქირით გავიყვანთ თუ, სახლის კედელს აღვადგენთ”, – აცხადებენ გამგეობაში.