ძლიერმა ქარმა ნაძალადევის რაიონში 21 სახლი დააზიანა

ძლიერმა ქარმა ნაძალადევის რაიონში 21 სახლი დააზიანა

391
გაზიარება

თბილისის ნაძალადევის რაიონში, ძლიერი ქარის შედეგად გუშინ, 10 იანვარს, ღამის საათებში, საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო სახლების სახურავი 21 მისამართზე, ხოლო 20 მისამართზე ხეები დაზიანდა.
​როგორც „სითი კვირას“ ნაძალადევის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, მთელი ღამის განმავლობაში ნაძალადევის რაიონის გამგებელი და გამგეობის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ და ადგილზე გაეცნენ ვითარებას. სამუშაოები დღესაც გაგრძელდა, აღწერეს ყველა პრობლემა.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაზიანებული ხეების სხვლა-ფორმირება და ხმელი, წაქცეული ხეების დამუშავება.
რაც შეეხება კორპუსებისა და კერძო სახლების დაზიანებულ სახურავებს, ამ ეტაპზე თითოეულ მისამართზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების ზუსტი ოდენობის განსაზღვრა.
“1500 ლარამდე ზარალის შემთხვევაში, მოქალაქეებს მათივე რაიონის გამგეობა დაეხმარება  თითოეულ მისამართზე არსებული საჭიროების მიხედვით. 1500 ლარზე მეტი ოდენობის ზარალის შემთხვევაში, მოქალაქეებს თბილისის მერია დაეხმარება”, – განმარტავენ დედაქალაქის მერიაში.

კომენტარი