СNN – თბილისი მსოფლიოს ერთ-ერთი საინტერესო ქალაქი ხდება

СNN – თბილისი მსოფლიოს ერთ-ერთი საინტერესო ქალაქი ხდება

419
გაზიარება

​СNN-მა მსოფლიოს ის შვიდი ქალაქი დაასახელა, სადაც ტურისტებს 2018 წელს მოგზაურობას ურჩევს, მათ შორის არის თბილისიც. СNN -ის შეფასებით,  თბილისი თანდათან მსოფლიოს ერთ-ერთი საინტერესო ქალაქი ხდება.
„საქართველოს დედაქალაქი უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში ძალიან შეიცვალა, მან „2018 წლის ლისაბონის“ წოდება მიიღო. ცოტა ხნის წინ არჩეული მერი – ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე, მომავალ წელს, 334 მილიონ დოლარს დახარჯავს ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
ქალაქი Mercedes-Benz მანქანების გამოფენის დასათვალიერებლად, საყვარელი ტექნო-მუსიკის მოსასმენად და ღვინის დასალევად საუკეთესოა.
რა არის ახალი კულტურულ სფეროში? _ საკულტო რეჟისორი და პროდიუსერი დევიდ ლინჩი ქალაქს ეწვია და კინოთეატრის გახსნას გეგმავს”, –  აცხადებს СNN -ი.

კომენტარი