წმინდა სოლომონიას კატაკომბები კვიპროსზე – ლეგენდა ნატვრის ხესა და წმინდა წყალზე

წმინდა სოლომონიას კატაკომბები კვიპროსზე – ლეგენდა ნატვრის ხესა და წმინდა წყალზე

249
გაზიარება

კვიპროსის კუნძულებზე, ქალაქ პაფოსის პორტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს კვიპროსის სიწმინდეებს შორის ერთ-ერთი პატივსაცემი ქრისტიანული სალოცავი – წმინდა სოლომონიას კატაკომბები. გამოქვაბულის წინ იზრდება ხე, რომელიც ამ ადგილის სიწმინდის მცველის ერთგვარი სიმბოლოა. ადამიანები აქ მიდიან რწმენით, რომ თუ ხეს მათ პირად ნივთს შეაბამენ, ყველა დაავადებისგან განიკურნებიან. ამგვარად ხის ტოტები უკვე დახუნძლულია ნაირფერი ლენტებით, სამკაულებითა და სხვადასხვა მორთულობებით.
კატაკომბების მთავარ ღირშესანიშნაობად მიიჩნევა წმინდა წყალი, რომლითაც სარგებლობდნენ იქ დასახლებული პირველი ქრისტიანები. ლეგენდის თანახმად ეს წყალიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. როგორც ამბობენ, ის ძირითადად თვალის დაავადებებს კურნავს. ჭა გამოქვაბულის შორიახლოს მდებარეობს. თუმცა, იმის გამო, რომ ბოლო ხანებში სულ უფრო მეტ ადამიანს სურს  ისარგებლოს ამ მაცოცხლებელი წყლით, წყარო ცოტათი დაცოტავდა და აიმღვრა. მაგრამ, როგორც ამ სფეროს მცოდნენი აცხადებენ, ეს უარყოფითად არ მოქმედებს მის სასარგებლო თვისებებზე.
ამ ადგილმა სახელწოდება სოლომონია დიდი მოწამის საპატივსაცემოდ შეიძინა, მისი წმინდა ნაწილები  ინახება გორაკის ერთ-ერთ სამარხში. ლეგენდის თანახმად, სოლომონი და მისი 7 ვაჟი ამ კატაკომბებში, პალესტინიდან გაქცევის შემდეგ, ჩვ. წელთაღრიცხვის II საუკუნეში დასახლდნენ. თუმცა, ისინი მალევე დაიჭირეს და წამებით მოკლეს.
ფაბრიკის მთაზე კატაკომბები ჯერ კიდევ, ჩვენ წელთაღრიცხვამდე IV საუკუნეში გათხარეს და მათ მიცვალბულთა სამარხებად იყენებდნენ. მხოლოდ ახალი წელთაღრიცხვის გარიჟრაჟზე დასახლდნენ იქ პირველი ქრისტიანები მთელს კვიპროსის კუნძულებზე.
​სწორედ მათ შექმნეს კიდევ რამდენიმე გამოქვაბული და შესანიშნავი მიწისქვეშა ეკლესია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საოცარი ფრესკებითა და ნახატებით. საბედნიეროდ, ისინი საკმაოდ კარგად არის შემონახული.
26229481_10214786326108204_1608974902300926299_n

26195839_10214786329548290_7055738356843772138_n

26231439_10214786430390811_4797580287379618928_n 26219525_10214786327988251_6268553010885920765_n26195364_10214786331828347_5746584986015026967_n 26196214_10214786331028327_2958317290980481279_n 26219238_10214786332268358_2005848455773199522_n 26219531_10214786330228307_8069345332140262418_n26231779_10214786327148230_2338451007426934876_n 26734441_10214786329948300_8837177120378015977_n 26804615_10214786328628267_6196592688255171767_n 26733821_10214786326628217_3435232491098141513_n 26239040_10214786330708319_6791318020170630501_nთარგმანი: შორენა პაპაშვილი
ფოტო: დავით ახვლედიანი

კომენტარი