გიორგი ტყემალაძე და თამარ ტალიაშვილი NALAG -ის ვიცე-პრეზიდენტებად აირჩიეს

გიორგი ტყემალაძე და თამარ ტალიაშვილი NALAG -ის ვიცე-პრეზიდენტებად აირჩიეს

174
გაზიარება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტებად აირჩიეს.
„საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს XIX სხდომა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა და მას ასოციაციის ახლად არჩეული პრეზიდენტი კახა კალაძე ესწრებოდა. დღეს გამართულ სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად, გასული წლის 8 დეკემბერს არჩეული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს ახალი შემადგენლობის უფლებამოსილებაც ცნეს.
„საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ მიზანი ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფა, ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება, სახელმწიფო ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარებაა.

კომენტარი