დიდი ზომის საბურავები საწვავის მოხმარებას და მავნე გამონაბოლქვს ზრდის

დიდი ზომის საბურავები საწვავის მოხმარებას და მავნე გამონაბოლქვს ზრდის

820
გაზიარება

ავტომობილის ზედმეტად დატვირთვა და ღია ფანჯრებით მგზავრობა საწვავის მოხმარებას ერთიორად ზრდის. თუკი დაწეული მინებით ვიმგზავრებთ საწვავის ხარჯსა და შესაბამისად გამონაბოლქვს 10 %-ით გავზრდით. ავტომობილი საწვავის წვის დროს ჰაერში სხვადასხვა მავნე ნივთიერებებს გამოყოფს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა საწვავის ხარჯი და შესაბამისად გამონაბოლქვი მაშინაც იზრდება თუ ავტომობილს სტანდარტულ ზომაზე დიდ საბურავებს მოვარგებთ. დიდი ზომის საბურავებით, შესაძლოა ჩვენი ავტომობილი უფრო გამორჩეული და დასამახსოვრებელი, მისით მგზავრობა კი უფრო კომფორტული ჩანდეს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ დიდი ზომის საბურავები საწვავის მოხმარებას 2-3%-ით ზრდის. იზრდება ხარჯი, გამონაბოლქვი, ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია და დაავადებების რისკი.
სატრანსპორტო საშუალებები დიდი რაოდენობით დამაბინძურებელს წარმოშობენ, ძირითადი დამაბინძურებლებია:
1.მყარი ნაწილაკები-მეტალისა და ჭვარტლის მყარი ნაწილები, რომლებიც მუქ შეფერილობას აძლევს სმოგს, აღწევს ცოცხალი ორგანიზმის ფილტვებში და აზიანებს მათ. 2.ნახშირწყალბადები (HC)- რეაქციაში შედის აზოტის ოქსიდებთან, წარმოადგენს სმოგის ერთ-ერთ კომპონენტს. იწვევს სასუნთქი გზების დაავადებებს
3.აზოტის ოქსიდები (NOx)-მონაწილეობენ ზედაპირული ოზონისა და მყარი ნაწილაკების წარმოქმნაში. იწვევს ფილტვების გაღიზიანებასა და იმუნიტეტის დაქვეითებას.
4.ნახშირჟანგი (CO)- წარმოიშვება ბენზინისა და მსგავსი საწვავის წვის შედეგად. არის უსუნო და უფერო. ორგანიზმში მოხვედრისას იერთებს ჟანგბადს და აფერხებს მის ტრანსპორტირებას ტვინისაკენ. განსაკუთრებით საშიშია ახალშობილებისა და ქრონიკული დაავადებების მატარებლებისათვის.
5.გოგირდის (II) ოქსიდი (SO2)- წარმოიქმნება გოგირდშემცველი საწვავის წვისას. შედის რეაქციაში ატმოსფეროსთან და აყალიბებს მყარ ნაწილაკებს. რაც განსაკუთრებით საშიშია ასთმიანებისა და ბავშვებისთვის.
6.ტოქსიური დამაბინძურებლები – მოიცავს ბენზოლს, აცეტალდეჰიდსა და ბუტალენს. დაკავშირებულია ისეთ პრობლემებთან როგორიცაა თანდაყოლილი დეფექტები და სიმსივნე. ამ ნივთიერების კონცეტრაციის ზრდა კი სხვადასხვა დაავადებების გაჩენის რისკს ზრდის. დაბინძურებული ჰაერი განსაკუთრებით საშიშია ადამიანების (ასევე სხვა ცოცხალი ორგანიზმების) ჯანმრთელობისათვის. მას უკავშირდება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ისეთი სისტემების დაზიანება, როგორებიცაა: რესპირატორული, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 2014 წელს, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებებით 7 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. საკუთარ ფინანსებსა და ჯანმრთელობას რომ მოვუფრთხილდეთ, უმჯობესი იქნება თუ მთელს გზას ღია ფანჯრებით არ გავივლით და სუფთა ჰაერით დროგამოშვებით დავტკბებით.
​წყარო: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

კომენტარი