თბილისის გენგეგმის 1200 გვერდიან დოკუმენტში ყველა მნიშვნელოვანი გამოწვევაა ასახული – ალეკო ელისაშვილი

თბილისის გენგეგმის 1200 გვერდიან დოკუმენტში ყველა მნიშვნელოვანი გამოწვევაა ასახული – ალეკო ელისაშვილი

940
გაზიარება

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის 1200 გვერდიან დოკუმენტში სრულად არის ასახული ყველა მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც დღეს დედაქალაქში არსებობს.
​როგორც ელისაშვილმა “პალიტრა ნიუსის” ეთერში გადაცემა “360 გრადუსში” სტუმრობისას განაცხადა, თბილისს სჭირდება გენერალური გეგმა, რომელიც ბოლოს და ბოლოს დაიწერა და ის უნდა ამოქმედდეს.
​მისივე შეფასებით, უსაფუძვლოა ის შენიშვნები, რომლებიც დედაქალაქის მერიამ გენგეგმის ჯგუფს გაუგზავნა.
​გავეცანი შენიშვნებს, რომლებიც გაუგზავნეს გენგეგOpera Snapshot_2018-01-12_130552_palitranews.geმის ჯგუფს, ეს არის აბსოლუტური ბოდვა. ​მე “სითი ინსტიტუტი საქართველოს” კი არ ვიცავ, არამედ – გენგეგმას. დოკუმენტის განხილვებს აქტიურად ვესწრებოდი და კრიტიკული შენიშვნებიც მქონდა ხოლმე. 1200 გვერდიანი დოკუმენტი თავიდან ბოლომდე მაქვს წაკითხული, იქ არის ასახული ყველა მნიშვნელოვანი გამოწვევა. რამდენს აქვს ერთი წაკითხული, ან თავად ბოლოთაშვილს თუ აქვს წაკითხული? ბოლოთაშვილი დაბოღმილია, რადგან თავის დროზე ის და სულაბერიძე ვერ გახდნენ გენგეგმის ავტორები. ეს კი ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის არაფერს ნიშნავს. არ უნდა გაუქმდეს დოკუმენტი, რომელშიც 2 მლნ 800 ათასი ლარია მოქალაქეების ჯიბიდან გადახდილი. ჩვენ გვჭირდება სტრატეგიული დოკუმენტი, სტრატეგიული ხედვა, საით უნდა წავიდეს ეს ქალაქი, სად უნდა იყოს შეზღუდვები, სად წახალისებები“, – მიაჩნია ალექსანდრე ელისაშვილს.
​მისივე განმარტებით, კონკრეტულ სატრანსპორტო კვანძებზე მოძრაობის განტვირთვა მიწათსარგებლობის გენგეგმის პრიორიტეტი არ არის, ეს არის ფუნდამენტური დოკუმენტი, რომელსაც შემდგომ რამდენიმე გეგმა უნდა დაშენდეს, მათ შორის სატრანსპორტო მასტერპლანი. 17690877_1493258627364784_1567174259_n
“ჩვენ ახლა ქალაქის სამომავლო განვითარების ფუნდამენტი უნდა ჩავასხათ, კედლები ამოვიყვანოთ გენგეგმით და შემდგომ დავაშენოთ დანარჩენი კომპონენტები. ერთ-ერთი სატრანსპორტო განვითარების გეგმა. ისევე, როგორც გამწვანების კომპონენტი, უფრო დეტალურად უნდა განვითარდეს”, – აცხადებს ალექსანდრე ელისაშვილი.
თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელ თემურ ბოლოთაშვილს ურჩევს, შეწყვიტოს გენგეგმაზე ღვარძლითა და სიძულვილით საუბარი, ხოლო თბილისის მერ კახა კალაძეს მოუწოდებს პირადად გაეცნოს დოკუმენტს და გადაწყვეტილებები მრჩევლებზე დაყრდნობით არ მიიღოს.
ელისაშვილს მიაჩნია, რომ დოკუმენტზე გაწეული ორწლიანი სამუშაო და დედაქალაქის ბიუჯეტიდან დახარჯული თითქმის 3 მლნ ლარი წყალში არ უნდა გადაიყაროს, მხოლოდ იმის გამო, რომ “ვიღაცა ცეხავიკებს თავიდან სურთ დაიწყონ ამ პროექტზე მუშაობა”.

კომენტარი