თბილისის 3 რაიონს 15 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

თბილისის 3 რაიონს 15 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

199
გაზიარება

თბილისის სამი რაიონის, კერძოდ, კრწანისის, საბურთალოს და გლდანის რაიონების მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება 15 იანვარს, რამდენიმე საათით შეუწყდება.
​როგორც “სითი კვირას” კომპანია თელასში განუცხადეს, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 15 იანვარს 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება კრწანისის რაიონში: ფონიჭალის დასახლების, სოფელი თელეთის, სურგულაძის, ჟორდანიას, ლომინაძის, ღოღობერიძის და თელეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ონიაშვილის, ასათიანის და დელისის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის რაიონს: გობრონიძის, შენგელაიას და ახმეტელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
​კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარი