მოქალაქეები შინაური ცხოველების გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმებას მოითხოვენ

მოქალაქეები შინაური ცხოველების გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმებას მოითხოვენ

150
გაზიარება

მოქალაქეები სუპერმარკეტებში, კვების ობიექტებზე, აფთიაქებში ძაღლების შეყვანაზე და მათთან ერთად საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროს დაწესებული აკრძალვის მოხსნას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება, რომლის ადრესატები არიან საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია.
როგორც პეტიციის ავტორი გიორგი ბაზაევი განმარტავს, ქვეყანაში ძაღლთან ერთად თითქმის ყველა ქსელურ სუპერმარკეტში, აფთიაქში, მაღაზიაში, სავაჭრო ცენტრში, კაფეში და ა.შ შესვლა აკრძალულია! აგრეთვე ძაღლთან ერთად საზოგადოებრივ ტრანსპორტით სარგებლობა შეუძლებელია.
მისივე თქმით, ეს დისკრიმინაცია ყველა ზომისა და წონის ძაღლზე ვრცელდება. მეპატრონეს ხშირად ცხოველის შენობის გარეთ დატოვება (სადმე დაბმა) უწევს, როს შედეგადაც ძაღლი სტრესს განიცდის. არის შემთხვევები, როცა ცხოველი მეპატრონეს დატოვებულ ადგილზე არ დახვედრია.
“ამდაგვარი დისკრიმინაცია არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არსებობს! აქედან გამომდინარე ძაღლის მეპატრონე, ცხოველის გასეირნების დროს მოწყვეტილია ყველა სერვისს, მას არც აფთიაქში შეუშვებენ, არც სუპერმარკეტში, არც კვების ობიექტში და რაც ყველაზე მთავარია ტრანსპორტში! ერთად დავამთავროთ ცხოველების დისკრიმინაცია საქართველოში!”, – მიმართავს მოქალაქეებს პეტიციის ავტორი.
პეტიციას ხელი ამ დროისთვის 931 ადამიანმა მოაწერა.
https://manifest.ge/main/item/1852#.WlYnCKVMZiQ.facebook

კომენტარი