თბილისის მეფარნეები – ნავთისა და სკიპიდარის ფარნებით განათებული ქალაქი

თბილისის მეფარნეები – ნავთისა და სკიპიდარის ფარნებით განათებული ქალაქი

1061
გაზიარება

ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II -ის დროს, თბილისში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა სისუფთავეს. ეს ინსუტუტი მაშინ დამკვიდრდა. შემდგომ კი თბილისის დასუფთავების საქმეში ყველაზე დიდი როლი, მეფის რუსეთის მთავარმართებელმა კავკასიაში, მიხეილ ვორონცოვმა ითამაშა. ის ზრუნავდა, რომ თბილისი, რომელიც მეფის რუსეთის ნაწილად მოიაზრებოდა, განათებული და სუფთა ქალაქი ყოფილიყო. ამასთან დაკავშირებით კმაყოფილება რუსეთის იმპერატრ ნიკოლოზ II-საც გამოუთქვამს. როდესაც ის თბილისში ჩამოდიოდა და მას, ნავთისა და სკიპიდარის ფარნებით განათებული ქალაქი ხვდებოდა.
თბილისში მეფარნის პროფესიაც სწორედ ამ პერიოდში, XIX საუკუნეში გაჩნდა. არსებობდა მეფარნებიის გილდია, რომელიც ამოწმებდა ალიონზე რა დროს უნდა ჩამქრალიყო ფარნები და საღამოს პირზე როდის ანთებულიყო, რომ ზედმეტი ნავთი და სკიპიდარი არ დამწვარიყო.
მემატიანე აღნიშნავს, რომ ქალაქში ხშირად ნახავდით ადამიანებს, რომლებსაც ნავთი გადაჰქონდათო. ყველა მიხვდებოდა რომ ეს იყო მეფარნე. მეფარნეობა ერთ-ერთ პრესტიჟულ ხელობად ითვლებოდა.
თბილისში, ფერანის 3მ-ისა და 30 სმ-ის ქანდაკება, ბარათაშვილის ქუჩაზე დგას. კოლორიტული “მეფარნე” თბილისის ერთ-ერთი ძველი უბანის ნაწილად იქცა. “კონკას” მიმდებარე ტერიტორიაზე თათარი მეფარნე საკუთარი კიბით საყვარელ საქმეს აკეთებს.
ქანდაკების ავტორი ირაკლი წულაძეა, რომელმაც ძველი თბილისის ტრადიცია გააცოცხლა და თბილისელებს “მე-ფარნე” დაუბრუნა. ისტორიული “მეეზოვის” მახლობლად კოლორიტული “მეფარნე” ყოველ საღამოს ქუჩას ანათებს.
მოქანდაკე ირაკლი წულაძის იდეის ხორცშესხმა, ძველი თბილისის გამგეობის მხარდაჭერით განხორციელდა. ტრადიციული “მეფარნე” დედაქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

წყარო: “არტარეა” და “თბილისის ფორუმი”

კომენტარი