“პანმა თბილისელები დააპანიკა” – სახლი მითოლოგიური ღვთაების გამოსახულებით

“პანმა თბილისელები დააპანიკა” – სახლი მითოლოგიური ღვთაების გამოსახულებით

3478
გაზიარება

თბილისში, ინგოროყვას ქუჩის N 6-ში არსებული სახლი, ბანკირ იუზბაშევს ეკუთვნოდა. აშენებულია 1887 წელს, არქიტექტორ შინკევიჩის მიერ. სახლის ფასადზე განთავსებულია ღვთაება პანის სკულპტურა.
ზოგიერთი ადამიანი ამ სახლის მისტიურობაზე საუბრობს. დღესდღეობით ამ სახლში არავინ ცხოვრობს.
ქუჩის მხრიდან სახლს 6 ფანჯარა აქვს.
როგორც ჩემი მეგობარი მარიკა სილაგაძე ამტკიცებს (სხვებზე დაყრდნობით), ამ სახლში ვინც დასახლდა არავინ არ გაიხარაო.
დავიწყოთ რიგითობით:
რა ღვთაებაა პანი?
ეს არის მწყემსების, ნაყოფიერების მფარველი ღვთაება. ფლობს წინასწარმეტყველების უნარს. ასევე, ცისკრის სხივების ღვთაებად მიიჩნევა. ნახევრად ადამიანი, ნახევრად თხა (თხის ტანით).
მამა-ჰერმესი, დედა – ნიმფა დრიოპა. სახელი პანი ოლიმპოს ღვთაებებმა დაარქვეს, როდესაც მამა ჰერმესმა ოლიმპოზე სხვა ღვთაებებს წარუდგინა, ღვთაებები ძალიან გამხიარებულან და პანი დაურქმევიათ.
შეყვარებული იყო ნიმფა ექოზე, რომელსაც პანის გარეგნობის შეეშინდა და ხრამში გადაიჩეხა.
დაეხმარა ბერძნებს ძვ.წ. 490 წელს აქემენიდთა ჯარის დამარცხებაში მარათონთან, მოჰგვარა რა მტრის ჯარს პანიკური შიში.
შუა საუკუნეებში კუდიანების შაბაშის დროს ჩნდება ხის თხის გამოსახულება, რომელსაც შაბაშის მონაწილეები დიდ კოცონს უნთებდნენ, ცეკვავდნენ კოცონის გარშემო და შემდეგ უკანალზე ეამბორებოდნენ.
ახლა, რაც შეეხება დავიდ ბოგდანის ძე იუზბაშევს, რომელიც ამ სახლის მფლობელი გახლდათ.
1901 წელს გახლდათ ნავთობგადამამუშავებელი და სავაჭრო საზოგადოება “სიუნიკის” ერთ ერთი დირექტორი (წყარო: http://www.ourbaku.com).
მისი ერთ ერთი ძე უნდა იყოს სერგეი დავითი ძე იუზბაშევი, რომელიც 1878-1881 წელს იყო კავალერისტი კავკასიის არმიაში და განსაკუთრებულ საქმეთა ოფიცერი (წყარო: http://ru.hayazg.info).
ალექსანდრე შიმკევიჩი (1860-1907) დაიბადა სანქტ-პეტერბურგში. 1885 წელს ნიშნავენ თბილისის მთავარ არქიტექტორად. 1905-1906 წლებში ასწავლიდა თბილისი სამხატვრო სასწავლებელში ხატვას და არქიტექტურას.
მის პროექტებს შორისაა: 1901-1904 წ.წ. კოსნერვატორია, ფუნიკულიორის სადგური, ტატიშევთან ერთად იყო რუსთაველის თეატრის არქიტექტორი 1901 წელს, ანდრეოლეტის სახლი ( ყოფილი მიხაილოვის 79) 1901 და სხვა.
შიმკევიჩი ცხოვრობდა საკუთრ სახლში, რომელიც 1888 წელს აიშენა  გუდოვიჩის N7, ამჟამად ჭონაქძისა და გერგეტის ქუჩებს შორის.
სავრუდოდ იყო ლუთერანი, რადგანაც 2012 წლის 8 თებერვალს ლუთერანულ ეკესიაში შედგა სიმბოლურად მისი საფლავის ქვის გახსნა (http://www.blagovest-info.ru/index.php?ss=2&s=3&id=45449).
რაც შეეხება სახლის მისტიურ ნაწილს. ეს არის ერთადერთი შენობა, სადაც ღვთაება პანია გამოსახული, ბერძნული მითოლოგიის მიხედვით სთესავს პანიკას, თბილისელებმა აღიქვეს, როგორც ეშმაკის გამოსახულება, ანუ პანმა თბილისელები დააპანიკა.
ავტორი: ვლასი ვაწაძე
​ფოტო: დავით შალიკაშვილ​ი
ფეისბუქჯგუფი “ძველი თბილისი”

კომენტარი