თბილისის გენგეგმის საბოლოო ვარიანტის განხილვაში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვნენ  

თბილისის გენგეგმის საბოლოო ვარიანტის განხილვაში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვნენ  

492
გაზიარება

დედაქალაქის მერი კახა კალაძის შეთავაზების თანახმად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ექსპერტები ჩაერთვნენ. პირველი სამუშაო შეხვედრა დღეს გაიმართა.
კახა კალაძემ, თბილისის მერიაში გამართულ საკოორდინაციო შეხვედრის მონაწილე ქართველ და უცხოელ ექსპერტებს საკითხით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შესთავაზა მათი სურვილისამებრ, გენგეგმის შეფასების პროცესის თანამონაწილენი გახდნენ.
საერთაშორისო საფინანსო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილიც ესწრებოდა.
მისი შეფასებით, გენგეგმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელზეც გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში თბილისის განვითარება უნდა დაფუძნდეს. შესაბამისად, ამ დოკუმენტის თავიდან ბოლომდე გააზრება, ვიდრე ის დამტკიცდება, ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და ადგილობრივი ექსპერტები მონაწილეობენ.​ მსოფლიო ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა და საერთაშორისო კომპანია „ბიურო ჰაპოლდმა“, რომელიც 100 მედეგი ქალაქის განვითარების პროცესში მერიის სტრატეგიული პარტნიორია, გამოთქვეს მზადყოფნა – თბილისის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში მათ მიერ შერჩეული ექსპერტები ჩართონ.

კომენტარი