„RMG-ის სტიპენდია“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 11 სტუდენტს დაენიშნება

„RMG-ის სტიპენდია“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 11 სტუდენტს დაენიშნება

909
გაზიარება

კომპანია RMG-იმ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 11 წარმატებული სტიპენდიანტი გამოავლინა, რომლებიც კომპანიისაგან ერთი წლის განმავლობაში „RMG-ის სტიპენდიას“ მიიღებენ.
კომპანიის წარმომადგენლებისა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისაგან დაკომპლექტებულმა კომისიამ 50-მდე სტუდენტთან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის რვა და ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სამი სტუდენტი შეარჩია, რომლებსაც ყოველთვიურად „RMG-ის სტიპენდია“ გადაეცემათ.
2 თებერვალს კომპანია RMG-ის თბილისის ოფისში, სტიპენდიანტებს სამახსოვრო სიგელები კომპანიის კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა და გარემოს დაცვის დირექტორმა მიხეილ კვარაცხელიამ გადასცეს და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.
RMG-ის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა მიმართულია სამთო-მოპოვებითი დარგის სპეციალისტების მომზადებასა და მხარდაჭერაზე. ამდენად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, შესაბამისი პროფილის წარმატებული სტუდენტებისათვის კომპანია საკუთარ ობიექტებსა და საწარმოებში პრაქტიკის და სტაჟირების გავლას უზრუნველყოფს. ​
​როგორც RMG-ის კორპორაციული დირექტორის მოადგილე ამირან ქართველიშვილი აცხადებს, კომპანია RMG-ისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, შერჩეული ​სამთო-გეოლოგიური და ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის 11 საუკეთესო სტუდენტი, ერთი წლის განმავლობაში მიიღებენ კომპანია RMG-ის სტიპენდიას.
“ჩვენი ​სასტიპენდიო პროგრამის მიზანია სტუდენტების ხელშეწყობა, წარმატებული აკადემიური მოსწრების ახალგაზრდების გამორჩევა და მათთვის პირობების შექმნა იმისათვის, რომ შეძლონ საკუთარი თავი გამოავლინონ ქვეყნის სამსახურში”, – განაცხადა ამირან ქართველიშვილმა.

კომენტარი