აკრძალული ქალაქი – მილიონი ადამიანის ხელით შექმნილი სამოთხე დედამიწაზე

აკრძალული ქალაქი – მილიონი ადამიანის ხელით შექმნილი სამოთხე დედამიწაზე

1076
გაზიარება

ჩინური არქიტექტურული მიღწევის მწვერვალი, პეკინის აკრძალული ქალაქი სწორედ ისეთი ბრწყინვალე სასახლეა, როგორიც ქვეშევრდომების მიერ ზეცის ძედ აღიარებულ იმპერატორს შეეფერებოდა.
​მინის დინასტიის მესამე იმპერატორს, ჩუ დის მითითებებით კომპლექტის მშენებლობა 1406 წელს დაიწყო და 15 წელი გაგრძელდა. თითქმის ერთი მილიონი ხელოსანი და მუშა განუწყვეტლივ შრომობდა იშვიათი ხისგან, მარმარილოსგან და განთქმული სუჩოური “ოქროსფერი” აგურისგან  თავლისმომჭრელი სილამაზის ციტადელის ასაგებად.
დედამიწაზე სამოთხის აღსადგენად აგებული კომპლექსის კარიბჭე მჭიდროდ იყო დაგმანული და თითქმის 500 წლის განმავლობაში შიგნით არც ერთ უბრალო ჩინელს არ შეუღწევია-სწორედ ამიტომ ჰქვია ქალაქ აკრძალული. დასრულებულ “ქალაქს” 72 ჰა ფართობის მართკუთხედის ფორმა ჰქონდა, გარს ერტყა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 961 მეტრზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 753 მეტრზე გადაჭიმული 7,9მ სიმაღლის გალავანი. გალავნის შემდეგ ასობით შენობა იდგა და ლამაზი ბაღები ამშვენებდა.
​აკრძალული ქალაქის ცენტრში “უზენაესი ჰარმონიის დარბაზია”, კომპლექსი ყველაზე ცნობილი და დიდი შენობაა, სწორედ აქ იყო ჩინეთის იმპერიის შუაგული. დარბაზი მარმარილოს სამ იარუსზე დგას, გარს სასაკმევლები ერტყმის და ორშრიანი სახურავი აქვს. ასეთი კონსტრუქცია მხოლოდ საიმპერატორო შენობებს ჰქონდათ.
აკრძალულ ქალაქში მდებარეობს “ზეციური სიწმინდის სასახლე” – იმპერატორის სასახლე. იგი იმპერატორის მეუღლისთვის აშენდა. შენობების უმეტესობა ყვითელი ფილებითაა გადახურული, ყვითელი იმპერატორის ფერი იყო. შენობები მორთულია დრაკონებით და სხვადასხვა გვარი მორთულობებითა და სიმბოლოებით.
​ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორი 1912 წელს გადადგა ტახტიდან, მაგრამ 1924 წლამდე ცხოვრობდა იმპერატორის სასახლეში, სანამ ქვეყნიდან გააძევებდნენ.
სამოქალაქო ომში, რომელსაც შედეგად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნა მოჰყვა, აკრძალული ქალაქი ოდნავ დაზიანდა. 1966-1976 წლების  “კულტურული რევოლუციისას” კომპლექსის დაცვა პირადად პრემიერ-მინისტრმა ჩოუ ენლაიმ იკისრა და შენობები განადგურებისგან იხსნა. დღეს აკრძალული ქალაქი მუზეუმია, სადაც ჩინეთის იმპერატორთა სიმდიდრეა გამოფენილი. ის ჩინეთის ერთ-ერთი პოპულარული ღორშესანიშნაობაა.
image1bw_5568824214c3c china-forbidden-city-mini-1-5 depositphotos_48598773-stock-photo-forbidden-city-beijing-china-was DSC08187 gugun1 Beijing-Forbidden-City-LionL b1195d8c0f6e articles-195-1 1328774963_kitay-gugun8 20237091iYgI0X6MkpM kitay_fut Pv08vlVuSEc roof-1028264_960_720 Tortoise in Imperial Garden shutterstock_61105780 восточный-запретный-горо-пекин-китай-ворца-48607805stena-drakonov-2 forbidden-city-1-flowers a53254 2994feef5a59838de87dbf20dfaf555ac5 85f7710d-d9b5-488e-9ca6-ee5c1fb2de2f 13 1aeaa2b1-c168-4a5d-a297-4aae3571b845 photo-1444272512995-35214c9ca8ce

კომენტარი