წყაროს ქუჩის მოსახლეობას გამგეობა გზისა და სასმელი წყლის მოგვარებას ჰპირდება

წყაროს ქუჩის მოსახლეობას გამგეობა გზისა და სასმელი წყლის მოგვარებას ჰპირდება

196
გაზიარება

თბილისი ​გლდანის რაიონის გამგეობა, სოფელ გლდანთან, მამკოდის დასახლებაში მდებარე წყაროს ქუჩის მოსახლეობას  წყლის სისტემის მოწყობასა და გზების მოხრეშვას ჰპირდება, თუმცა, კანალიზაციის ქსელის მოწყობის სამუშაოები ამ ეტაპზე არ იგეგმება.
როგორც გამგეობაში ირწმუნებიან, წყლის ქსელის მოწყობა 2018 წლის ბიუჯეტში არის გათვალისწინებული, ხოლო გზების მოწესრიგების სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია, ტენდერის დასრულების შემდეგ სხვა ქუჩებთან ერთად ეს ქუჩაც მოიხრეშება.
წყაროს ქუჩის მოსახლეობის პრობლემების შესახებ ინფორმაცია „სითი კვირას“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„რასაკვირველია ვიცით მათი პრობლემების შესახებ. შარშან გამგეობამ სოფელ გლდანში წყაროს ქუჩამდე წყლის სისტემის მოწყობის სამუშოები განახორციელა, მიმდინარე წელს კი ბიუჯეტით არის გათვალისწინებული და იგეგმება წყაროს ქუჩაზე წყლის ქსელის მოწყობა“, – განუცხადეს „სითი კვირას“ გლდანის რაიონის გამგეობაში.
წყაროს ქუჩის მოსახლეობას სასმელი წყლის, გზის მოწესრიგების გარდა ტრანსპორტის და კანალიზაციის პრობლემაც აწუხებთ.
ტრანსპორტის საკითხზე „სითი კვირამ“ თბილისის მერიის ტრასნპორტის საქალაქო სამსახურს უვე მიმართა, მათ პასუხს უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.
აღსანიშნავია. რომ თბლისის გლდანის რაიონში, სოფელ გლდანთან, მამკოდის დასახლებაში მდებარე წყაროს ქუჩის მოსახლეობა ტრანსპორტის, სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემის გარეშე წლებია ცხოვრობს. საზოგადოებივი ტრანსპორტი მხოლოდ სოფელ გლდანის ხიდებთან მიდის, შემდეგ კი მოსახლეობას ფეხით რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევს. ასევე მოუწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურა, ზაფხულში უამინდობის დროს სახლამდე მიღწევა უჭირთ რადგან გზაზე წყლის გუბეებია, ზამთარში კი ვითარება უფრო რთულდება. სასმელი წყალს რაც შეეხება რამდენიმე მოსახლეს ჭა აქვს გაკეთებული და სასმელ წყალსაც კეთილი მეზობლის წყალობით იღებენ, თუმცა ჭები ხშირად შრება ამიტომ გლდანულაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოებიდან ეზიდებიან. ყველას ჭა არ აქვს რადგან დიდ თანხებთან არის ესეც დაკავშირებული, არც კანალიზაციის სისტემა არსებობს. ადგილობრივებმა ამ პრობლემების მოსაგვარებლად თბილისის მერიას, გლდანის რაიონის გამგეობას და შესაბამის სამსახურებს არაერთხელ მიმართეს თუმცა მათგან დახმარებას წლებია ელოდებიან.

კომენტარი