თბილისის სტუდქალაქის ტერიტორიაზე, შენობის ფასადიდან ბუნებრივი აირის მილი ჩამოვარდა

თბილისის სტუდქალაქის ტერიტორიაზე, შენობის ფასადიდან ბუნებრივი აირის მილი ჩამოვარდა

276
გაზიარება

თბილისის ვაკის რაიონში, სტუდქალაქის ტერიტორიაზე, 11 თებერვალს დაახლოებით საღამოს 9 საათზე, კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის“ კონტრაქტორი კომპანია მეხუთე კორპუსზე აწარმოებდა აბონენტების დაერთებას გაზგამანაწილებელ ქსელზე, როდესაც ფასადზე ჰორიზონტალური, 30 მეტრი სიგრძის ე.წ. მწოლი ჩამოიწია.
როგორც „ყაზტრანსგაზ- თბილისში“ განაცხადეს, კომპანიის სპეციალისტების მყისიერი რეაგირების შემდეგ, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით მილის სრული დემონტაჟი მოხდა.
“აღნიშნულ კორპუსში დამონტაჟებულ მილებში ბუნებრივი გაზი არ გადიოდა, რადგან ჯერ კიდევ არ არის სამუშაოები დასრულებული და იგი ამ კუთხითაც არ წარმოადგენდა საფრთხეს. დღეს დილიდან აღნიშნულ სამუშაოებს, კონტრაქტორი კომპანიის ნაცვლად მოსახლეობის მოთხოვნით, უშუალოდ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტები ახორციელებენ. იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება მშენებლობის პროცესში კონტარქტორი კომპანიის მიერ უსაფრთხოების ნორმების ან საინჟინრო ტექნიკური პროექტიდან მცირედი გადახვევა „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ უმკაცრეს ზომებს გაატარებს”, – აცხადებენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ხელმძღვანელებმა დედაქალაქის მთავრობის წევრებსა და დევნილთა და განსახლების მინისტრს მეოთხე კორპუსზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერებინეს, აღნიშნულ კორპუსში დევნილები ცხოვრობენ. პროექტს კი დევნილთა სამინისტრო აფინანსებს.

კომენტარი