კახა კალაძემ თავშესაფრიდან მეტისის ჯიშის ლეკვი აიყვანა 

კახა კალაძემ თავშესაფრიდან მეტისის ჯიშის ლეკვი აიყვანა 

669
გაზიარება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მუნიციპალურ თავშესაფარს ესტუმრა, იქ არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო და თავშესაფრიდან მეტისის ჯიშის ერთი ლეკვი სახლში წაიყვანა.
ლეკვი ხვადია. სახლში თბილისის მერს უკვე ჰყავს რამდენიმე ძაღლი, მათ შორის ლაბრადორისა და ჰასკის ჯიშის.
როგორც თბილისის მერი ამბობს, ცხოველები ძალიან უყვარს.
კახა კალაძემ დღეს, თავშესაფრის ვეტერინარული ინვენტარი დაათვალიერა და თანამშრომლებისგან სააგენტოს საქმიანობაზე ინფორმაცია მოისმინა.
თბილისის მერის განცხადებით, თავშესაფარში არსებულ გაუსაძლის პირობებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ცხოველთა პოპულაციის ეფექტიანი მართვისა და განვითარების მიზნით კი, სააგენტოში ახალი პროექტების განხორციელება იგეგმება.
„ბოლო დღეების განმავლობაში, აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს აქ გაუსაძლისი პირობები იყო. გავრცელებული იყო ჭირი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება ცხოველების მონიტორინგს, რა თქმა უნდა, აქ გარკვეული ცვლილებებია დაგეგმილი. უახლოეს მომავალში, წარვადგენთ ახალ ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც, რეფორმების განხორციელებას დავიწყებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
​დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე მაია ბითაძე და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

კომენტარი