“მზიურის“ რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია უახლოეს ხანებში გამოვლინდება 

“მზიურის“ რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია უახლოეს ხანებში გამოვლინდება 

943
გაზიარება

​თბილისის ვაკის რაიონში, „მზიურის“ პარკის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ვინაობა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
ტენდერში განაცხადების მიღება ცოტა ხნის წინ დასრულდა, მასში მონაწილეობის სურვილი 6 კომპანიამ გამოთქვა.
ელექტრონული ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, დონორი კი ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). დაფინანსება ქართულმა მხარემ ტერიტორიის ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარებისთვის მიიღო.
სატენდერო პირობების მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ცხრა მილიონ ლარს შეადგენდა. ტენდერში ქართული და უცხოური კომპანიები მონაწილეობენ, მათ შორის არის ამხანაგობა „მზიური“, რომელიც პარკის რეაბილიტაციას დამკვეთს 7,799 მილიონ ლარად სთავაზობს. ტენდერში ასევე მონაწილეობენ შპს „მწვანე სახლი“ – 8,290 მილიონი ლარი, შპს „ჯავა“ – 8,423 მილიონი ლარი, AG-Complex Sp. – 8,553 მილიონი ლარი, კომფორტმშენ XXI – 9 მილიონი ლარი და Cobra Instalaciones y Servisios – 10,498 მილიონი ლარი.
​როგორც „სითი კვირას“ მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, წარმოდგენილი კომპანიების შეთავაზებები შეფასდება დონორთან ერთად და მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება. დოკუმენტის თანახმად, შემსრულებელ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად კონტრაქტის გაფორმებიდან განსაზღვრული დრო, 540 დღე აქვს.
სატენდერო დოკუმენტები დამკვეთის მხრიდან წარმოდგენილი იყო მხოლოდ ინგლისურ ენაზე. როგორც ფონდში განმარტავენ, ტენდერი არის ეროვნული არა საერთაშორისო, მაგრამ რადგან დიზაინ ბილდია, დიზაინი მშენებლობა ერთად ეს ყოველთვის არის ინგლისურად.
შეგახსენებთ, რომ „მზიური“ 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა. “მზიურის” განახლებისთვის ტენდერი 2017 წლის დეკემბერში გამოცხადდა.

Opera Snapshot_2018-02-13_142058_tbilisi.gov.ge

კომენტარი