სულხან-საბას სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სულხან-საბას სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

245
გაზიარება

​თბილისის მთაწმინდის რაიონში, სულხან-საბას სახელობის სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს “სამეფო” აწარმოებს.
როგორც “სითი კვირას” მთაწმინდის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სამუშაოების ფარგლებში, დაზიანებული საბავშვო გასართობი ინფრასტრუქტურა შეიცვლება, დაზიანებული ქვაფენილი გამოიცვლება, ფეხით მოსიარულეებისთვის მოეწყობა ბილიკი. იქ სადაც ქვაფენილი არ არის, ასევე, მოეწყობა ბალახის საფარი და შეიღებება არსებული რკინის მოაჯირები.
სკვერში მიმდინარე სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ, მოადგილე მიხეილ გოგოლიძესთან ერთად დაათვალიერა.
​მთაწმინდის გამგეობის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ, დასასვენებელ სივრცეში გამწვანების ღონისძიებები ჩატარდება.
28053693_2063699333655199_1935116604_n

კომენტარი