წყნეთის გზატკეცილზე მცხოვრებ 38 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა

წყნეთის გზატკეცილზე მცხოვრებ 38 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა

197
გაზიარება

თბილისის შემოგარენში, წყნეთის გზატკეცილზე, მეხუთე კორპუსში მცხოვრებ 38 ოჯახს, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად გადაეცემა.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა,  საცხოვრებელი ფართების დაკანონება ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.
„38 ოჯახს, რომელიც წყნეთის გზატკეცილზე, მეხუთე კორპუსში 90-იანი წლებიდან ცხოვრობს, ფართები ერთ ლარად გადაეცემა. ეს ადამიანები ყოველდღე ელოდებიან, რომ ფართი გადაეცემათ. მინდა მივულოცო თითოეულ მათგანს და წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ოთხწლიანი პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი ყველა პროექტი შესრულდება.
„ყველაფერი უცებ, ერთად, რა თქმა უნდა, ვერ მოხერხდება. ჩვენ გვქონდა წარმოდგენილი ოთხწლიანი პროგრამა და კიდევ ერთხელ გაძლევთ პირობას, რომ ყველა თემა და პროექტი შესრულდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარი