ნაგავსაყრელის ადგილას ახალი სკვერი მოეწყობა

ნაგავსაყრელის ადგილას ახალი სკვერი მოეწყობა

272
გაზიარება

ძველ თბილისში, კერძოდ, ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის ქუჩის N10-ში ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკვერი გაიხსნება.
პროექტის ფარგლებში, 320 მ2 ტერიტორიაზე დაგეგმილია საბავშვო მოედნის მოწყობა, განათებებისა და საპარკე სკამების მონტაჟი. სავალი ბილიკები მოპირკეთდება დეკორატიული ფილებით, სკვერის გარშემო კი, ლითონის ღობე მოეწყობა.
როგორც “სითი კვირას” ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ამ ეტაპზე, სკვერის დაგეგმარების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყება. სკვერის მშენებლობა აპრილში დასრულდება.
მათივე ინფორმაციით, არაგვისპირელის ქუჩაზე ამ დრომდე, დასასვენებელი სივრცე არ არსებობდა. პროექტის დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობას საშუალება ექნება, მოწესრიგებული და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკვერით ისარგებლოს.
მიმდინარე წელს, რაიონში შვიდი ახალი სკვერის მოწყობა იგეგმება.
ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს შპს„ტაო“ ახორციელებს.
28308974_1828633633816416_1987566933_n

კომენტარი