ორთაჭალის “დაკიდებული ბაღები” თუ უსახური კონსტრუქცია – მოქალაქეთა გამოხმაურება

ორთაჭალის “დაკიდებული ბაღები” თუ უსახური კონსტრუქცია – მოქალაქეთა გამოხმაურება

1557
გაზიარება

თბილისის კრწანისის რაიონში, გორგასლის გამზირზე უსახურ კონსტრუქციას მოქალაქეები აპროტესტებენ.  ფოტოებს ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში აქვეყნებს მინაწერით: “ორთაჭალაში, გორგასლის გამზირზეა ეს კონსტრუქციები. რას ნიშნავს, რა დანიშნულება აქვს? ან ეს უხეშად გაკეთებული სარკმელი რა არის?”.
ფოტოებს სოციალური ქსელის მომხმარებელთა უარყოფითი შეფასებები მოჰყვა, ნაწილი სკამის დიზაინით არის უკმაყოფილო და მიაჩნიათ, რომ ის დასაჯდომად მოუხერხებელია; ნაწილის აზრით კი, ბეტონის უსახური კონსტრუქცია, რომელშიც სარკმელია ჩატანებული, ხვალ ჯიხურად გადაიქცევა; მოქალაქეების ნაწილი კი დედაქალაქის მერიას ურჩევს, ტენდერის გამოცხადებისას დეტალურად შეისწავლონ შესასყიდი ობიექტის ხარისხი და დიზაინი; “ამას ჩვენ, უბრალო მოკვდავები ვერ გავიგებთ, აქ დიდი ჩანაფიქრი ექნება”, – წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.
​როგორც “სითი კვირამ” გაარკვია, თბილისის მერიამ ამ ტერიტორიაზე “დაკიდებული ბაღების” მოწყობის შესახებ ინფორმაცია 2016 წლის 8 დეკემბერს გაავრცელა. ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე სკვერში, 6 კვ.მ მიწის ნაკვეთი, იჯარის წესით სარგებლობის უფლებით შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენს“ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონსტრუქციის გამოყენებით ე.წ. დაკიდებული ბაღების მოსაწყობად გადაეცა. სკვერის რეაბილიტაციისთვის 2017 წლის 30 მარტამდე, 450 000 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო.
“ინვესტიციის ფარგლებში, 19 747 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სრულად აღდგება პარკის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, განახლდება არსებული და მოეწყობა ახალი საფეხმავლო ბილიკები, სკამები, აღდგება მწვანე საფარი და სარწყავი სისტემა. საიჯარო პერიოდში კომპანია სკვერის მოვლა-პატრონობას თავად უზრუნველყოფს. ქალაქს შეემატება კიდევ ერთი აქტიური სარეკრეაციო ზონა, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები და დედაქალაქის სტუმრები დასვენებას და თავისუფალი დროის გატარებას შეძლებენ“, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ 2016 წლის 8 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
გოგა ჩანადირის ფოტოები 

რენდერის ფოტო

 

კომენტარი