თბილისელი ფალავანი, რომელიც ვაშა-ფშაველას პეტერბურგში სწავლის გაგრძელებაში დაეხმარა  

თბილისელი ფალავანი, რომელიც ვაშა-ფშაველას პეტერბურგში სწავლის გაგრძელებაში დაეხმარა  

953
გაზიარება
მარჯვნიდან კულა გლდანელი

კულა გლდანელის სახელით ცნობილმა, ერთ-ერთმა უძლიერესმა ფალავანმა, ივანე ყირიმელაშვილმა, როგორც მოჭიდავემ სახელი გაითქვა თბილისის უბნებში (ორთაჭალა, ფიქრისგორა, დიდუბე, ჩუღურეთი და სხვა). არაერთხელ დაამარცხა იმ დროისათვის ცნობილი ფალავნები, მათ შორის რენელი, თიანელი, ღაღაძე, გონგაძე და სხვები.
მის სახელს უკავშირდება თბილისსი პირველი ე.წ საჭიდაო წრის დაარსება, სადაც თავს იყრიდნენ ამიერკავკასიის საუკეთესო ფალავნები. წლების განმავლობაში ნესტორ ესებუასთან შეხვედრამდე, კულა გლდანელს საქართველოს დაუმარცხებელი ფალავნის სახელი ჰქონდა. იგი ღონიერი, მარდი და მოქნილი ათლეტი იყო, ქართული ჭიდაობის ნამდვილი ოსტატი. წარმატებით გამოდიოდა ამიერკავკასიისა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გამართულ ჩემპიონატებში. არაერთი ცნობილი ფალავანი გამოზარდა.
1883 წელს მეგობრების დახმარებით თიანეთში მოაწყო დიდი შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში და შემოსული თანხა მთლიანად ვაჟა-ფშაველას გადასცა, რამაც პოეტს საშუალება მისცა პეტერბურგში წასულიყო სწავლის გასაგრძელებლად.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა გლდანელისა და ნესტორ ესებუას პაექრობა, რასაც აკაკი წერეთელმა უძღვნა პოემა “გლდანელი და ესებუა”.
კულა გლდანელი სოფელ გლდანში 1858 წელს დაიბადა. გარდაიცვალა 1934 წელს, 76 წლის ასაკში.

კომენტარი