ჩემს თბილისში ქალის თანდასწრებით უხეშ სიტყვას ვერ იტყოდა მამაკაცი – მსახიობი გოგა...

ჩემს თბილისში ქალის თანდასწრებით უხეშ სიტყვას ვერ იტყოდა მამაკაცი – მსახიობი გოგა პიპინაშილი

2474
გაზიარება

თბილისმა დაკარგა თბილისელობა, რომელიც ჩემთვის ცალკე ცნება იყო. მთელი ცხოვრება ვამაყობდი, თუმცა სულაც აღარ მინდა ამ თბილისის თბილისელობა. როცა ჩემი თბილისი არსებობდა, მაშინ ქალის თანდასწრებით უხეშ სიტყვასაც კი ვერ იტყოდა მამაკაცი, დღეს კი ეს ტელე თუ კინოეკრანებიდან იღვრება. მითხარით, რა არის ეს? თავისუფლების ხარისხი? აი, აქედან იწყება ჩემთვის ყველაფერი და იქ მთავრდება, როდესაც არანაირი ცენზი აღარ არსებობს.
ყოველდღე, როგორც კიბეს, ნაბიჯ-ნაბიჯ, ერთს მეორე ემატება და ადამიანები ერთმანეთს შორდებიან. შორდებიან ისე, რომ გულისყურით არ უსმენენ ერთმანეთს. მე იმით მეამაყებოდა ჩემი ქვეყანაც და ჩემი ერიც, რომ შეგვეძლო ერთმანეთის ტკივილის გაზიარება, ერთმანეთის გამხნევება. დღეს ეს ყველაფერი დაიკარგა.
სრულად: რეპორტიორი.გე

კომენტარი